თუ ეძებთ სწრაფ ბრაუზერს ან დამოუკიდებელ საშუალებას თქვენი პირადულობის დასაცავად, ეს ხ.დ.კ. გაგცემთ პასუხს Firefox-თან დაკავშირებულ ყველა მწვავე კითხვაზე.
Firefox-ბრაუზერი, ერთადერთი ძირითადი ბრაუზერი არამომგებიანი დაწესებულებისგან, რომელიც გეხმარებათ პირადი მონაცემების დაცვაში. უკეთ გაეცანით Firefox-ბრაუზერები და სხვა პროდუქტები.
მარტივად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Firefox კომპიუტერისთვის აქედან. Firefox მუშაობს Windows, Mac და Linux-მოწყობილობებზე, აგრეთვე ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე. გადაამოწმეთ, რომ ბრაუზერს ნამდვილად ჩვენი სანდო და უსაფრთხო Mozilla/Firefox-გვერდებიდან იწერთ.
დიახ! Firefox-ბრაუზერი უფასოა. სრულად უფასო, ნამდვილად. არანაირი ფარული ხარჯები და მსგავსი რამ. არაფერი არ უნდა გაიღოთ მის გამოსაყენებლად.
არა, ჩვენ არ მიგვაჩნია რომ Chrome უკეთესია, ვიდრე Firefox, ვინაიდან: როცა ხალხი კითხულობს რომელია უკეთესი, გულისხმობენ თუ რომელია სწრაფი და უსაფრთხო. Firefox ახლდება ყოველთვიურად სისწრაფის შესანარჩუნებლად და თქვენს პირადულობასაც თავისთავად უზრუნველყოფს.
თქვენი პირადულობის დაცვა ჩვენთვის უმთავრესია და გარწმუნებთ, რომ Firefox თქვენი მოწყობილობისთვის სრულიად უსაფრთხოა — მაგრამ ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ იწერთ სანდო Mozilla/Firefox საიტიდან, როგორიცაა ჩვენი ჩამოტვირთვების გვერდი.
Firefox არათუ უსაფრთხოა გამოსაყენებლად, იგი ასევე იცავს თქვენს პირად მონაცემებს. Firefox-ბრაუზერი თავადვე უზღუდავს ცნობილ მეთვალყურეებს, სოციალური ქსელების აღმრიცხავ, კრიპტოგამომმუშავებელ და მომხმარებლის ამომცნობ საშუალებებს თქვენ შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობას. გაეცანით ვრცლად პირადულობის დაცვას ჩვენს პროდუქტებში.
Firefox აღარაა ნელი… უკვე. 2017 წელს ჩვენ ხელახლა შევქმენით ბრაუზერის ძრავა (სახელწოდებით Quantum), რომ Firefox არ ჩამორჩენოდა სხვა ძირითად ბრაუზერებს. ამასთანავე, მეთვალყურეების შეზღუდვით გვერდები კიდევ უფრო სწრაფად იტვირთება. ასე რომ, Firefox მსუბუქი და სწრაფია პირადი მონაცემების შეწირვის გარეშე.
Firefox არ ეფუძნება Chromium-ს (ღია წყაროს ბრაუზერის კოდს, რომელიც Google Chrome-ის ბირთვია). ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მახასიათებლით ჩვენი ბრაუზერი მოწინავეთგან ერთ-ერთი ბოლოღაა შემორჩენილი. Firefox იყენებს საკუთარ Quantum-ბრაუზერის ძრავას, შექმნილს საგანგებოდ Firefox-ისთვის, ასე რომ თქვენი მონაცემები საიმედო ხელშია და დარჩება პირადი.
Google ნაგულისხმევი საძიებო სისტემაა Firefox-ში, რაც ნიშნავს, რომ მისით გვერდების მოძიება პირდაპირ მისამართების ველიდან შეიძლება. იხილეთ ვრცლად საძიებო სისტემის პარამეტრებისა და მისი ჩანაცვლების შესახებ.
Firefox შეიცავს უფასო, ჩაშენებულ VPN-ს, რომელიც იცავს თქვენს IP-მისამართს გვერდების თვალიერებისას თვალთვალისგან. ჩართეთ Firefox-ში ერთი დაწკაპებით. ხელმისაწვდომია გარკვეულ ბაზრებზე. მოწყობილობის სრული დაცვით, თქვენი ყველა მოწყობილობასა და აპიდან, იხილეთ Mozilla VPN.
Firefox-ის შემქმნელია Mozilla Corporation, რომლის სრული მფლობელია არამომგებიანი Mozilla Foundation და ხელმძღვანელობს Mozilla-ს დებულებებით. ვრცლად გაეცანით Firefox-ის შემქმნელს აქედან.