აირჩიეთ თავისთავადი პირადულობა
კომპანიები განაგრძობენ ახალი გზების ძიებას, თქვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრისთვის. Firefox კი ერთადერთი ბრაუზერია, რომლის მიზანიც, ახალი საშუალებების მონახვაა, თქვენს დასაცავად.
გმადლობთ, რომ უახლეს Firefox-ბრაუზერს იყენებთ. როცა ირჩევთ Firefox-ს, ამით მხარს უჭერთ ვებსივრცის საყოველთაო განვითარებას. შემდეგი ნაბიჯი, საკუთარი თავის დაცვაა.
კომპანიები განაგრძობენ ახალი გზების ძიებას, თქვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრისთვის. Firefox კი ერთადერთი ბრაუზერია, რომლის მიზანიც, ახალი საშუალებების მონახვაა, თქვენს დასაცავად.
Firefox სწრაფი და უსაფრთხოა Windows, iOS, Android, Linux-სისტემებზე… ყველგან. თქვენ იმსახურებთ უფლებას, თავად აირჩიოთ ბრაუზერები და მოწყობილობები, ნაცვლად იმისა, რომ სხვამ გადაგიწყვიტოთ.
Firefox ერთადერთი დამოუკიდებელი ბრაუზერია, ცნობილ ბრაუზერებს შორის. Chrome, Edge და Brave, ყველა შექმნილია Google-ის კოდით, ეს კი ნიშნავს, რომ Google კიდევ უფრო მეტად ჩაიგდებს ხელში, ინტერნეტის მართვის სადავეებს.